Wednesday, January 23, 2013

მაიკლ ტაისონი


მაიკლ ჯერალდ „მაიკ“ ტაისონი (ინგლ. Michael Gerard Tyson; დ. 30 ივნისი1966) — ამერიკელი მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC ვერსიით (1986-90, 1995-96), მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალთა შორის (1987-90). ამერიკულმა ჟურნალმა „Ring“ ყველა დროისა და ხალხის მე-14 უდიდეს მძიმე წონის მოკრივედ გამოაცხადა.
„რკინის მაიკმა“ მაინც ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზაცია. მისი მწვრთნელი კასა დ'ამატოსგარდაცვალების შემდეგ მაიკი მორალურად მოტყდა. მისი დამარცხება „ბასტერ“ დაგლასის მიერ 1990 წელს დღემდე ითვლება კრივის ისტორიაში უდიდეს სენსაციად. თავად ტაისონმა აღიარა, რომ მისი კარიერა კრივში დაგლასთან დამარცხებით დასრულდა. „ჩემთვის კრივი ამის შემდეგ უბრალოდ ფულის შოვნის საშუალება გახდა და მეტი არაფერი“ - თქვა ტაისონმა. მას შემდეგ ტაისონს ბევრი ცუდი რამ შეემთხვა, ორჯერ ციხეშიც კი მოხვდა და სრულიად გამოვიდა ფორმიდან. მაგრამ მის ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც მას ცხოვრების ხალისი დაუბრუნა და მიუხედავად ყველაფრისა მაიკმა ვარჯიში კვლავ დაიწყო. ამჟამად მისი მენეჯერი აცხადებს რომ „რკინის მაიკი“ იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 90–იან წლებშიწყარო
                      

No comments:

Post a Comment